სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას სხვა დამკვეთების წინაშე აღებული ვალდებულება ამჯობინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 02 სექტემბერი 2023, 19:06

"როდესაც ხალხს ვთხოვთ კანონის უზენაესობას, ამავე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი  ქვეყნის უმთავრეს კანონს არ უნდა არღვევდეს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ დაწერა. 


მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვის გარანტი, სალომე ზურაბიშვილი კი კონსტიტუციას უხეშად არღვეცს. 


"როგორც ჩანს,  საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის სახიფათო სცენარში როლი შეურჩიეს, რაც სამწუხაროდ უსაფრთხოების რისკებს ზრდის. 

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებას სხვა  დამკვეთების წინაშე აღებული ვალდებულება ამჯობინა. არ ვიცით, ეს პრეზიდენტის  ნებაყოფლობითი თუ იძულებითი ვალდებულებაა, მაგრამ ფაქტია, მან უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. 

არადა, პრეზიდენტი თავად უნდა იყოს  კონსტიტუციის დაცვის მთავარი გარანტი, ეს არის მისი უმთავრესი ვალდებულება. დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ფაქტს შესწავლაც კი არ სჭირდება, იმდენად ნათელია. 

რაც შეეხება უცხოეთიდან ოპოზიციის ლობისტების გამოხმაურებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ, აქ გასაკვირი არაფერია, ისინი თავიანთ აგენტებზე დარდობენ.  

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ ეტაპზე შესაძლოა შედეგით ვერ დასრულდეს გარკვეული მიზეზების გამო, პროცესის დაწყება აუცილებელი და სავალდებულო იყო იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ ეპატიება არავის, მითუმეტეს პრეზიდენტს. ჩვენ მომავალი თაობა გვიყურებს და მათთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება სწორედ  კონსტიტუციის დაცვით უნდა იწყებოდეს. 
როდესაც ხალხს ვთხოვთ კანონის უზენაესობას, ამავე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი  ქვეყნის უმთავრეს კანონს არ უნდა არღვევდეს," - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი