იმპიჩმენტის პროცესი, გარდა იმისა, რომ ღირსებას შეუნარჩუნებს კონსტიტუციას, ასევე გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს „გლობალური ომის პარტიასთან“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 02 სექტემბერი 2023, 13:41
„საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.

„ეს არ არის კარგი პროცესი, მაგრამ იძულებითი პროცესია, რადგანაც კონსტიტუციას ვიღაცამ პატივი უნდა სცეს. საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ ვიწყებთ იმპიჩმენტს, მას კონსტიტუცია გასცემს პასუხს.

იმპიჩმენტის პროცესი, გარდა იმისა, რომ ღირსებას შეუნარჩუნებს კონსტიტუციას, ასევე გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს „გლობალური ომის პარტიასთან“ და ამასთან, ეს პროცესი აშკარას გახდის იმას, თუ ვინ სცემს საქართველოში კონსტიტუციას პატივს. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი