ირაკლი ლატარია: საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 01 სექტემბერი 2023, 19:02

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ჩეხი ევროპარლამენტარის მარკეტა გრიგორევას განცხადებას ეხმაურება. გრეგორევა სოციალურ ქსელში წერს „შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო, მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს“.

როგორც ლატარია აღნიშნავს, ყველა ბოლომდე გაიშიფრება, ყველას ვნახავთ, ვის უნდა ნამდვილად ევროკავშირი და ვის კიდევ - პირადი ინტერესების სანაცვლოდ ევროპაზე უარის თქმა.

„ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ ევროპასთან და მაინც როგორ გვიშლიან ყველაფერში ხელს. მერე იტყვიან, აგენტურის შესახებ კანონი რატომ იყო საჭიროო? რატომ და ამიტომ... საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმის ნაცვლად შენიშვნა მიეცათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით დაკავდნენ ამ დღეებში ყველა ბოლომდე გაიშიფრება... ყველას ვნახავთ: ვის უნდა ნამდვილად ევროკავშირი და ვის კიდევ - პირადი ინტერესების სანაცვლოდ ევროპაზე უარის თქმა. კიდევ ერთხელ განვმეორდები. ქალბატონ სალომეს თუ მართლა სურს, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მაშინ უნდა იბრძოლოს ხელისუფლებასთან ერთად და არა - ხელისუფლების წინააღმდეგ.“ - წერს ლატარია facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი