ზურაბ ქადაგიძე: ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
316 01 სექტემბერი 2023, 18:58

უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს, ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი,"- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე რეაქციით, რადიკალები ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას ახდენენ.

კრაზანების ბუდე ჩამოიშალა! უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს,

ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი. რად უნდათ ამათ რეესტრი?

საკუთარი განცხადებებით ახდენენ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას! ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ჟურნალისტი და მედია-აქტორი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა კუბილიუსებისა და გლობალური ომის პარტიის ნარატივი ადარდებს. ასე რომ, 2024 წელს არჩევანი მარტივდება: ან გავლენის ბენეფიციარები და მათი ლობისტები, ან კიდევ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და საქართველოს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის დამცველი პოლიტიკოსები, რომელთა მთავარი საზრუნავი ეროვნული ინტერესებია და არა გლობალური პოლიტკონიუქტურა!” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი