ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში მკაცრი სახით კითხულობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 01 სექტემბერი 2023, 18:57

ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო „ქართულ ოცნებას“, ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასე შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები.

„ასე სასწრაფოდ შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები. ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო "ქართულ ოცნებას," ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი. ახლა წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ხმაც დაკარგონ და ენაც ჩაუვარდეთ. ისე ჩვენში დარჩეს ცოტა თქვენი ბრალიც არის სალომე ზურაბიშვილის არეულ-დარეული კარიერა, ჰო და იქნებ ურჩიოთ თვითონ გადადგეს. არც ის იქნება ურიგო თუ თქვენისთანა სუბიექტებიც დატოვებენ ევროპარლამენტს, მინიმუმ ევროპარლამენტის სახელის გაალამაზებთ, რომელიც ფაქტია, რომ საკმაოდ დააზარალეთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი