გია აბაშიძე: კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 01 სექტემბერი 2023, 17:25

კონსტიტუციის დამრღვევი და არა გარანტორი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძის თქმით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, უცხოელმა ლობისტებმა ერთმანეთის მსგავსი გზავნილებით დაიწყეს ზურაბიშვილის დაცვა, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათი „მესიჯბოქსი” ერთ ოფისშია დაწერილი.

„კონსტიტუციის დამრღვევი და არა გარანტორი სალომე ზურაბიშვილის დასაცავად კარგად ნაცნობი აგენტოკრატია მოიქოქა. საგულისხმოა, რომ უსამშობლო სუბიექტები ერთსა და იმავე გზავნილს იმეორებენ და შთაბეჭდილება იქმნება, რომ „მესიჯბოქსი“ ერთ ოფისშია დაწერილი და შემდეგ გავრცელებული. „ქართული ოცნების" გუნდი კონსტიტუციის შეუვალობას იცავს, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საბოტირებენ ნაცოპოზიცია და მისი უცხოელი ლობისტები.
რამდენჯერ უნდა მოახდინონ თვითლუსტრირება ერთი და იმავე დესტრუქციული ფრაზების გამეორებით მარგინალმა რადიკალებმა? იაფფასიანი შაპიტოს მონაწილეებად დამკვიდრდნენ სამარცხვინო სუბიექტები“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი