თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენს გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
287 31 აგვისტო 2023, 17:37

მინდა ძალიან ხმამაღლა გითხრათ ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რომ ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და იმ ზიანზე, რაც მას მოაქვს საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენს გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დიდი გამარჯვება წინ არის.

„მინდა მოვყვე ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ოჯახის წევრს კურორტზე დამსვენებლების ოჯახი შეხვდა: „როგორ ვნერვიულობთ მიშაზე“, „რა უსამართლობა ხდება მის თავს“, „ძალიან გვიყვარს, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ“. ეს ბოლო ფრაზა, რომ „ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ“, ძალიან ბევრჯერ გამიგია და მინდა გითხრათ, ძალიან ხმამაღლა გითხრათ ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რათა ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და იმ ზიანზე, რაც მას მოაქვს საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენს გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება.

ჩვენ ვართ ძალიან ბევრი - აბსოლუტური უმრავლესობა. უმცირესობა, რომელიც ბოროტებას და უსამართლობას ჩადის, დგას თქვენს „ხმამაღლა ვერ ვამბობ“-ზე.

მოიწონეთ ჩემი „პოსტები“, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ. ესეც დასაფასებელია, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად, აქ, ადგილზე გვყავს გადასარჩენი საქართველო, ჩვენ არ ვართ „ფარჩაკების“ ერი, ჩვენ ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, შინდისის გმირები სულ ახლახან გვყავდა.

ჩვენ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს!

ჩემთვის ასე ყურში ჩაჩურჩულებული „მიშა ძალიან გვიყვარხ⁰არ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთ“ უფრო მტკივნეულია, ვიდრე არაფრის თქმა, თქვით ხმამაღლა და ეს „პოსტიც“ მოიწონეთ.

მიყვარხართ!“ - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი