ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 30 აგვისტო 2023, 18:56
„სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან საერთოდ აღარ გვიკვირს  ქვეყნის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილი განცხადებები და ვიზიტები. ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, მისი ვიზიტები არ დააზიანებს საქართველოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი პრეზიდენტი დიდი ხანია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამიტომ იმედია, ვადის ამოწურვამდე არ შელახავს საქართველოს იმიჯს სხვა ქვეყნების თვალში.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან საერთოდ აღარ გვიკვირს  ქვეყნის, სახელმწიფოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას აცდენილი განცხადებები და ვიზიტები. არა უშავს, ერთი წელი დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, მისი ვიზიტები არაფერს დააზიანებს საქართველოსთან მიმართებაში. 

ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ მას ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხის, სახელმწიფოს დღის წესრიგით კი არა (მათ შორის, ვიზიტების ფარგლებში), არამედ სხვების დღის წესრიგით მოქმედებს. 

ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და მიუღებელია, მაგრამ იმედი გვაქვს,  ერთ წელიწადში ეს დარეგულირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი