219
30 აგვისტო 2023, 18:03
„ევროკავშირმა აღიარა, სამ ქვეყანას შორის, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო - საქართველო პირველ ადგილზეა. კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის არასწორად გახადეს ვაჭრობის საგნად“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი თავადვე აღიარებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ევროკავშირი პირდაპირ აღიარებს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროპასა და ევროპულ კავშირში.
ასევე გამოჩნდა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გადაწყვეტილების პროცესში არაფერ შუაში არაა რაიმე არასწორი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ევროკავშირმა პირდაპირ აღიარა, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რასაც ჰქვია მოლდოვა, უკრაინა, საქართველო - საქართველო პირველ ადგილზეა. რაც ყველაზე მთავარია, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის არასწორად გახადეს ვაჭრობის საგნად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |