ლაშა ნაცვლიშვილი: ჩემი მოკრძალებული აზრით, ნესტან-დარეჯანის კრიტიკოსთან აკადემიურ დისკუსიაში შესვლა შეცდომაა - მთავარი, მოტივაციაა - რატომ თქვა ის, რაც თქვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
285 26 აგვისტო 2023, 16:20

ანალიტიკოსი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ბაქრაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მიმართ გამოთქმულ კრიტიკას:

ჩემი მოკრძალებული აზრით, ნესტან-დარეჯანის კრიტიკოსთან აკადემიურ დისკუსიაში შესვლა შეცდომაა. არა იმიტომ, რომ მსოფლიო ლიტერატურა ამის მსუყე საფუძველს არ იძლევა (ასით ნოლზეა ამ კუთხით ანგარიში). მთავარი, მოტივაციაა - რატომ თქვა ის, რაც თქვა. მოტივაცია კი, ჩემი აზრით, კულტურული დომინანტისგან გამიჯვნა, ანუ ეროვნული კონსენსუსიდან დემოსტრაციული გასვლის მცდელობაა. ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი მხოლოდ საბაბია ამისთვის. ისევე, როგორც, სხვა შემთხვევებში, ერეკლე ან თამარი. როგორც არ უნდა ეცადნონ, კრიტიკული აზროვნების კულტივაციით (კარტეზიანული, ჯანსაღი სკეფსისით) შენიღბონ საკუთარი მოტივაცია, ჭირი თავს არ მალავს: "პლებსი (უმრავლესობა) რაზეც შეთანხმდით, სწორედ იმას დავარტყამთ ეპატაჟურად, რადგან ჩვენ ვართ მარილი ამა სოფლისა - მარგინალური, მაგრამ სიმპატიური (გონიერი, პროგრესული) უმცირესობა". ზიზღი და ამპარტავნებაა საფუძველთა საფუძველი ამ ამბავში და არა სხვა რამ...-წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი