ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინული მედია კადრულობს და მორიგ ტყუილს ავრცელებს, თითქოს, უკრაინის მოქალაქეები რუსეთის მხარეს გადაათრიეს და საქართველომ მათ არ უშველა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 26 აგვისტო 2023, 15:08

ტყუილსაც, ხომ მოფიქრება უნდა, თან აშკარად ვხედავთ, რომ უკრაინული მედიაც რომ უმადურობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით თავიანთ ხელისუფლებას ემსგავსება, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოს საზღვრის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები რუსებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

„ტყუილსაც, ხომ მოფიქრება უნდა, თან აშკარად ვხედავთ, რომ უკრაინული მედიაც რომ უმადურობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით თავიანთ ხელისუფლებას ემსგავსება. არსად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, უკრაინიდან წამოსულ, ომს გამორიდებულ თუ გამოქცეულ უკრაინელებს ისეთი პატივით და ღირსებით არ ექცევიან, როგორც - საქართველოში. მიუხედავად ამისა, რომ უკრაინელები ისევ ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან და თავიანთი ხელისუფლების ბიუროკრატიულ გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, უკრაინული მედია კადრულობს და მორიგ ტყუილს ავრცელებს, თითქოს, ისინი რუსეთის მხარეს გადაათრიეს და საქართველომ მათ არ უშველა! მე კი ვიცი უმადურობის და ტყუილების ასეთ გამიზნულ გავრცელებას უკრაინული მედიის მხრიდან რა ჰქვია და არც ომში ყოფნის გამო მოვერიდები თქმას, მაგრამ ამჯერად ასე გეტყვით: ღმერთმა მაგ სიმართლით გატაროთ!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი