მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
355 24 აგვისტო 2023, 21:35

მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მეგობრობას იბრალებს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველომ, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური კუთხით, ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად და მათ დახმარებას კვლავ განაგრძობს იმ ფონზე, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინიდან ლტოლვილებს შეუწყვიტა დახმარება, ზოგ ქვეყანაში კი მათ აღარ იღებენ.

„თვალსაჩინოებისთვის: საქართველომ მიიღო უკლებლივ ყველა დევნილი, გაუხსნა სკოლები, დაუნიშნა სოც-დახმარება, შეუერთდა და დააფინანსა ასობით საერთაშორისო რეზოლუცია, ჰუმანიტარული ტვირთით ერთ ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც უკრაინას დაეხმარა, მაშინ როცა ევროპაში არც სოც-დახმარებას აღარ აძლევენ და ზოგიერთი ქვეყნიდან ლამისაა გამოყარონ ლტოლვილები…

მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს?

„ცალმხრივი“ მეგობრობაო, ახსენა ბატონმა ხუხამ და ეს იცით რომელი კაცია? მისი მეგობრობა კვერცხის ბიზნესით რომ იწყება და ფინანსური მაქინაციებით მთავრდება. მორალთან ნაკამათებია და ღირსება მევახშის ვალივით გასხვისებული აქვს!

მოკლედ, იმ ქართული ფილმის გმირივითაა ხუხაშვილის საქმე:

- რა ვუყოთ კოჭაძეს?
- დაანებეთ თავი ნამდვილი სულელია და მაგ სულელისთვის არ ღირს ნერვების მოშლა…

ჰო და რა ვუყოთ ხუხას? ამ აზროვნების ადამიანისთვის არ ღირს ნერვების მოშლა…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი