ზურაბ ქადაგიძე: სასამართლოს დასრულებამდე გადაუარეს ბასილაშვილს, ახლა კი, ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ქალს უაპელაციოდ ამართლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად - ესაა ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 23 აგვისტო 2023, 15:39

ლიბერალური ფაშიზმის ახალი გამოვლინება. 2 წლის წინ, სასამართლოს დასრულებამდე გადაუარეს ბასილაშვილს, ახლა კი, ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ქალს იმიტომ, რომ მათი მენტალობისა და მათი უკუღმართი გარემოცვის წევრია, უაპელაციოდ ამართლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ლიბერალური ფაშიზმის ახალი გამოვლინება…
2 წლის წინ, სასამართლოს დასრულებამდე გადაუარეს ბასილაშვილს, ყველაფერი სიბინძურე იკადრეს და ბოლოს, არასრულწლოვანი შვილიც კი ჩართეს საქმეში საკუთარი უკუღმართი ეგო, რომ დაეკმაყოფილებინათ…
ახლა კი, ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ქალს იმიტომ, რომ მათი მენტალობისა და მათი უკუღმართი გარემოცვის წევრია, უაპელაციოდ ამართლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად…
აი, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება- “რაც ეპატიება იუპიტერს,არ ეპატიება ხარს”
ანუ, შეგიძლია იყო ნაძირალა, მოძალადე, ყველაფერი გეპატიება, ოღონდ მთავარია იყო ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი!”, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი