ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის დამცველებს - ეს არის ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი: ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა - როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 23 აგვისტო 2023, 11:52
ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თეა გოდოლაძის საქმეზე, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხის შესახებ არსებული კონსესუსის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არასრულწლოვანზე ძალადობა პირად ცხოვრებად გაასაღოს.
ექსპერტს ამის მაგალითად “ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება მოჰყავს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვისთვის თავის დანებებას ურჩევს. “ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულებების მიმართ უზნეობაა. ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ "თავისიანი" გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის "ღირებულებებს" და არასრულწლოვანზე ძალადობა "პირად ცხოვრებად" გაასაღა. აი ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი