დავით ქართველიშვილი: BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას, მათ შორისაა EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი, ასე რომ, იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით - „არა რუსულ სამიტს", ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 23 აგვისტო 2023, 10:10

„ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BRICS -ის სამიტს ეხმიანება.

ქართველიშვილის თქმით, ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას და მათ შორისაა

EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი. ამიტომ ამ სამიტისთვის რუსული იარლიყის მიკერება ქართულ ოპოზიციას არ გამოუვა.

„სანამ დეგნანიფოტიგა და ხაბეიშვილი 2024 წლის არჩევნების შედეგებზე თავის რეაგირებას წინასწარ გვიანონსებენ, მსოფლიოს უდიდესი ნაწილის წარმომადგენლების ყურადღება მიპყრობილია სამხრეთ აფრიკისაკენ, სადაც 22-24 აგვისტოს ტარდება ორგანიზაცია BRICS-ის სამიტი.

ამ მნიშვნელოვან ფორუმს ორგანიზაციაში შემავალი ყველა ლიდერი ესწრება, რუსეთის პრეზიდენტის გარდა, რომელიც დისტანციურად მიიღებს მასში მონაწილეობას. სამიტის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებისა და ეროვნულ ვალუტებში ტვირთბრუნვის ზრდის განხილვაა.

სამიტის დამკვირვებლების რანგში, იოჰანესბურგში ასევე იმყოფებიან გაეროს გენერალური მდივანი, ინდონეზიისა და ირანის პრეზიდენტები, ასევე, აფრიკის კონტინენტის 30-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირი. ფორუმის დაწყებამდე, იოჰანესბურგში ჩავიდა სი ძინპინი, რომელიც უკვე შეხვდა თავის სამხრეთ აფრიკელ კოლეგას, პრეზიდენტ სირილ რამაფოსას.

მასპინძელი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ მაშატილემ განაცხადა: „ჩვენ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ დასავლეთს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბიზნესში“. ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების მსურველთა რიგი დგას, მათ შორისაა EU-ს და NATO-ს წევრი საბერძნეთი, ასე რომ, იოჰანესბურგის ფორუმის გაპროტესტება სლოგანით - "არა რუსულ სამიტს", ჩვენს სექტანტებს ცოტა გაუჭირდებათ..." - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი