ვიქტორ წილოსანის განცხადებით, ტრანსპორტის პოლიტიკის დისკრედიტაციის მიზნით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 22 აგვისტო 2023, 20:30

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ მისი დისკრედიტაციის მიზნით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის - განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება.

მისივე თქმით, კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე, სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობის მიუხედავად.

„ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე, მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.

ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!“ - წერს ვიქტორ წილოსანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი