434
21 აგვისტო 2023, 16:50
„აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ღიად ახმოვანებს, თუ რა „ლიბრეტოს“ თანხლებით ჩაივლის ჩვენთვის 2024 წლის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდი: არჩევნები გამოცხადდება „გაყალბებულად“, რამეთუ ვერც ერთი „ჰოროსკოპის“ მონაცემებით, ხელისუფლებაში „ნაცსექტის “ დაბრუნება ვერ მოხდება“,- ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს წინ ელის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწად-ნახევარი და რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მთავარი ტესტი.
„შემოდგომის დაწყებამდეც კი არ გვასვენებენ. რა გაეწყობა, შევაჯამოთ მათი მორიგი „ინტერმედია“, ანუ „ცხელი“ შემოდგომის „პრელუდია“:
აშშ-ს ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ღიად ახმოვანებს, თუ რა „ლიბრეტოს“ თანხლებით ჩაივლის ჩვენთვის 2024 წლის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდი: არჩევნები გამოცხადდება „გაყალბებულად“, რამეთუ ვერც ერთი „ჰოროსკოპის“ მონაცემებით, ხელისუფლებაში „ნაცსექტის “ დაბრუნება ვერ მოხდება.
მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ ახალი საარჩევნო სისტემის დისკრედიტაცია, რომლის სასწრაფო წესით შემოღებას ასე გვაჩქარებდნენ, როგორც ჩანს, სწორედ იმ მიზნით, რომ მის „არასრულყოფილებაზე“ აეგოთ „გაყალბების“ თავისი ფეიკ-კამპანია.
დიდი ალბათობით, საქართველოში მოხდება გრძელვადიანი მისიის „დესანტირება", წინასაარჩევნო პერიოდის "მონიტორინგის" მიზნით, რეალურად კი, საქართველოში მივლინებული იქნებიან „ფერადი რევოლუციებისა“ და "მაიდანის" გამოცდილი ტექნოლოგები.
ამ „მონიტორინგის“ ჯგუფებს კოორდინაციას გაუწევენ რამოდენიმე კვირაში თბილისში ჩამოსასვლელი აშშ-ს ახალი ელჩი და მისი მოადგილე.
სექტემბრისთვის მოსალოდნელია ადგილობრივ რევოლუციონერთა ფონდში რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის შემოდინება.
პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში (კატოვიცესთან) გრძელდება სპეციალურ ბანაკებში, სამხედრო სწავლების ილეთების შემცველი ტრენინგები, რამოდენიმე ასეული ქართველი „ზონდერ-ბოევიკისთვის“ .
უკრაინაში მზად არიან, საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული მეომრების, დესანტირებისათვის.
ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაკონტროლებელი ძალები ფხიზლად ადევნებენ თვალყურს საქართველოს ევროპერსპექტივის მომავალთან დაკავშირებით, „საჭირო“ დროს, „საჭირო“ გადაწყვეტილების მისაღებად „საჭირო“ ღილაკზე თითის დასაჭერ გარემოებებს.
თბილისისა და პეკინის სტრატეგიული დაახლოების გამო უკიდურესად უკმაყოფილო მოსკოვი, ორმაგი ყურადღებით დააკვირდება „ცხელი შემოდგომის“ სცენარის განვითარებას, მოვლენების „სარისკო“ და „სახიფათო“ კატეგორიებად შეფასების შემთხვევაში, ცხინვალისა და სოხუმის „დაცვის“ გაძლიერების მიზნით, აქ სამხედრო კომპონენტის გასაძლიერებლად.
ის, რომ ხელისუფლების „ამყირავებლები“ ხელოვნურად აგორებული „მაიდანიზაციის“ მცდელობისას, ამ ჯერზე გამიზნულად შეეცდებიან სისხლისღვრისა და სამოქალაქო დაპირისპირების მწვავე ფაზის პროვოცირებას - ეჭვებს თითქმის აღარ იწვევს...
ჩვენ გველის ერთ-ერთი ყველაზე რთული კალენდარული წელიწად-ნახევარი. ანუ, ჩვენი რეალური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მთავარი ტესტი. მოწინააღმდეგის გეგმები ვიცით. მთავარია თითოეული ჩვენგანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნაში ვიყოთ დარწმუნებული. რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ შეცდომებს არ დაუშვებს, უფლისა და ჩვენს მხარდაჭერაში ეჭვი ნუ შეეპარება“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |