დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მიზანია, აღარასდროს დაგვჭირდეს ასეთი გმირების ისტორია, რათა მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა. მაგრამ, თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ბევრი ეყოლება სამშობლო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
359 18 აგვისტო 2023, 18:29
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს ეხმაურება. ხუნდაძის თქმით, საქართველოს ისტორია ასეთ გმირებზე, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე დგას. 
"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ჩვენი ქვეყნის ისტორია მუდამ ასეთ გმირებზე დგას, შეუპოვარ, სულით გაუტეხელ და მამაც მებრძოლებზე. 
ჩვენი მიზანია, აღარასდროს დაგვჭირდეს ასეთი გმირების ისტორია, რათა მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა, მაგრამ თუ მაინც ამის საჭიროება დადგება ოდესმე, ვიცით, რომ გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ბევრი ეყოლება სამშობლოს. მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის და ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ქედს ვიხრი გიორგი ანწუხელიძის სულის წინაშე! დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს!", - წერს ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი