უსამშობლო ნაძირალებისთვის, სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება და მეტი რა უნდათ, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 14 აგვისტო 2023, 18:42
„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება! ზოგი ბუნგალოდან პოსტავს, ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა“,  - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ  ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რასაც ქართული ოპოზიცია კადრულობს არის ნაძირალობის პიკი, მათთვის სამშობლო და ტრაგედიები, პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ.

„მოკლედ, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ამ ნაძირალა სვავების გამოსწორება არ იქნება!
ზოგი ბუნგალოდან პოსტავს,  ზოგი იახტიდან და ზოგიც შეზლონგიდან მაშინ,როდესაც ირაკლი კობახიძეს ერთი დღე არ დაუტოვებია შოვი და დილიდან საღამომდე მაშველებთან ერთადაა.
აი, ეს არის იმ ნაძირალობის პიკი,  რასაც კადრულობს ჩვენი „საამაყო“ ოპოზიცია…

ქორწილებსაც იხდიან, ისვენებენ, ირუჯებიან, ღამის კლუბებსაც არ იკლებენ. 

სამაგიეროდ ნაბახუსევზე გამოვლენ თუ არა, ამორალურ განცხადებებს გამოაცხობენ, მთელ სახელმწიფოსა და ძალოვან უწყებებს დაამუნათებენ, საკუთარ სექტას გაახარებენ, საკუთარ ბინძურ ეგოს დაიკმაყოფილებენ და გააგრძელებენ გრიალს! ჩვენი უსამშობლო ნაძირალებისთვის სამშობლო და ტრაგედიები ხომ პოლიტიკურ ქულებამდე ხურდავდება და მეტი რა უნდათ, სვავებივით ელოდებიან მსხვერპლს და ასე საზრდოობენ“, - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი