დავით ქართველიშვილი: საქართველო უკანასკნელ 34 წელიწადს თავისივე მოსახლეობის უკვე მერამდენე თაობას საკუთარ ისტორიაზე აწვდის ან ურთიერთგამომრიცხავ, ან ნახევრადსამართლიან, ან სრულიად გამრუდებულ წარმოდგენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 14 აგვისტო 2023, 10:53
 „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აფხაზეთის ომის დაწყების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში საქართველო თავისივე მოსახლეობას ისტორიის შესახებ აწვდის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, ან ნახევრადსიმართლეს, რის გამოც მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მისი ქვეყნის ისტორიაზე ელემენტარული რეალური ინფორმაცია არ აქვს.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირადად ჩემთვის არსებობს რვა საკრალური თარიღი, როდესაც ადგილი ჰქონდა ჩვენთვის საბედისწერო მოვლენების დასაბამს. დღემდე პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, აქედან ძირითადია: ეს იყო შეცდომა, დანაშაული, ვის მიერ ინსპირირებული და რა მიზნით. აი ეს თარიღები:

1989 წლის 9 აპრილი

1989 წლის 23 ნოემბერი

1991 წლის 21 დეკემბერი

1992 წლის 14 აგვისტო

2003 წლის 23 ნოემბერი

2004 წლის 31 მაისი

2006 წლის 22 ივლისი

2008 წლის აგვისტო...

საქართველო უკანასკნელ 34 წელიწადს თავისივე მოსახლეობის უკვე მერამდენე თაობას საკუთარ ისტორიაზე აწვდის ან ურთიერთგამომრიცხავ, ან ნახევრადსამართლიან, ან სრულიად გამრუდებულ წარმოდგენებს. ტოტალურ სიცრუესთან გაიგივებულ ამ ვითარებაში მივიღეთ დღევანდელი რთული სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მდგომარეობა.

მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ვერ ვაწვდით ელემენტარულ რეალურ ინფორმაციას მათი ქვეყნის უახლოეს ისტორიაზე. ვერ შევქმენით ისტორიის ვერცერთი სახელმძღვანელო, სადაც გულწრფელობასთან მიახლოვებულ ფორმატში, ავსახავდით საკუთარი ქვეყნის საგმირო და სასირცხვილო საქმეებს. დღეს ერთ-ერთი ასეთი თარიღი გაგვითენდა და პასუხები კვლავ არ გაგვაჩნია“, - წერს ქართველიშვილი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი