დავით ქართველიშვილი: Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 12 აგვისტო 2023, 22:24

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით Daily Mail-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება, სადაც გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტობის დროს „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონი დაარღვია.

ქართველიშვილის თქმით, ამერიკელების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს და ამით დაარღვია „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონი.

„არა რუსულს! არა კანონს! არა! არა! არა!არა! რაღაცას მაგონებს: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა, კრიშნა, ჰარე ჰარეჰარე რამა, ჰარე რამა, რამა, რამა, ჰარეჰარე...

„ამერიკელი ზრდასრული ადამიანების უმეტესობის თქმით, მათ სჯერათ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დაარღვია და ხელი შეუწყო საზღვარგარეთ ბიზნეს გარიგებებში თავის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს“, - აღნიშნულის შესახებ ახალ გამოკითხვაშია ნათქვამი, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს. Daily Mail-ის გამოკითხვის თანახმად, 63% ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს დაარღვია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი