ნოდარ ტურძელაძე: სამარცხვინო “ჟურნალისტები” „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი „ფეიკ“ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია - ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი „ფეიკ“ კამპანიას აგებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
591 12 აგვისტო 2023, 12:03
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, ამორალურია, შოვში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე ყალბი კამპანიების აგება და „ქართული ოცნების“ სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. 

„მავნებლობის, არაპროფესიონალიზმის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მაგალითი! 
ეს სამარცხვინო “ჟურნალისტები” ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი ფეიკ გვერდით ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია. 
უბრალოდ ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ფეიკ კამპანიას აგებ. თუმცა, მორალზე საუბარი, როცა საქმე ასეთ ტელევიზიებს ეხება, აზრსმოკლებულია. 
ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth გააგრძელეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის გვერდით დგომა. თქვენგან ამის არაერთი ღირსეული მაგალითი გვახსოვს!“ - წერს ნოდარ ტურძელაძე Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი