ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების დაბრალების ტვირთი რუსეთზე გადაიტანა, ფაქტჩეკმა კი, ოღონდ „სიცრუეში ემხილა“, რუსეთი რა შუაშია, ევროსაბჭომ ჩაწერა 7 აგვისტო თავისი ინიციატივითო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
654 08 აგვისტო 2023, 18:48
მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების დაბრალების ტვირთი რუსეთზე გადაიტანა, ფაქტჩეკმა კი, ოღონდ „სიცრუეში ემხილა“, რუსეთი რა შუაშია, ევროსაბჭომ ჩაწერა 7 აგვისტო თავისი ინიციატივითო, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ორგანიზაცია “ფაქტჩეკი”, ამ განცხადებით დიდ სკანდალში გაეხვია. 
ექსპერტის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ვისი ინიციატივით ჩაიწერა რეზოლუციაში 7 აგვისტო საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად და ვინ იყო ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალების ავტორი.

“სერგო კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ფაქტჩეკი დიდ სკანდალში.
მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ რუსეთის მოთხოვნით ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა პირველად რიცხვი 7 აგვისტო საომარი მოქმედებების დაწყების თარიღადო.
გამოვარდა ეს ვითომ „სიმართლის მზომველი“ კანტორა და მდინარაძეს დაუწერა, შენი ციტატა მცდარია, რეალურად რეზოლუციაში ეგ თავიდანვე ეწერაო. 
ანუ, რა გამოდის. მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების დაბრალების ტვირთი რუსეთზე გადაიტანა, ფაქტჩეკმა კი, ოღონდ „სიცრუეში ემხილა“, რუსეთი რა შუაშია, ევროსაბჭომ ჩაწერა 7 აგვისტო თავისი ინიციატივითო. 
ახლა მთავარი - თუ არა რუსეთი, სასწრაფოდ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ვინ იყო რეზოლუციაში 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად და ამ საომარი მოქმედებებში ქართველი სამხედროების დადანაშაულების ავტორად ჩაწერის ინიციატორი. ან ამ კითხვას გაეცემა პასუხი, ან არადა ლეგიტიმური იქნება ეჭვი, რომ ეს  თავად ნაცებმა გააკეთეს.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი