თამთა მეგრელიშვილი: წლებია, ოპოზიცია ელოდება ახალ გირგვლიანს, მოლაშვილსა და თეთრაძეს, რათა გადაიფაროს მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დგას სისხლსა და გვამებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
688 07 აგვისტო 2023, 15:42
მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ტრაგედიების დროს პოლიტიკური ბრძოლის დრო არ არის, თუმცა ოპოზიცია ცდილობს, ასეთი მძიმე გარემოებაც კი ხელისუფლებასთან საბრძოლველად გამოიყენოს.

„ტრაგედია, როგორც წესი, ადამიანებს აერთიანებს, მაგრამ არა ქართულ რეალობაში. აქ ტრაგედია ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული ადამიანების ხელში  სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურად გასაქილიკებელი იარაღია.

ისინი წლებია, ელოდებიან ახალ გირგვლიანს, ახალ მოლაშვილს, თეთრაძეს, რათა გადაიფაროს ის სისხლიანი მმართველობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დგას სისხლსა და გვამებზე, ეს ძალა ადამიანის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შემოქმედია.

მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც გააზრებულად, თუ გაუაზრებლად იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

მაგალითად, არ შეიძლება, ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამაშველო ოპერაციის ჩატარების ტექნიკაზე, აფასებდეს მიმდინარე ოპერაციას.
მით უფრო უარგუმენტოდ 
ადანაშაულებდეს სახელისუფლებო გუნდს, თან რაში? - უმოქმედობაში,
როცა ყველა ხედავს, რომ სახელისუფლებო გუნდი და სახელმწიფოს ყველა უწყება ფეხზე დგას!

ახლა რაც შეეხება ყბადაღებულ თემას 
შვეულმფრენის შესყიდვასთან დაკავშირებით:
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters-თან“ 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება უკვე  გაფორმებულია. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს ელოდება. 

H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულადაა დაკომპლექტებული  ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი დიდ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა - 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. 

მორჩით პოლიტიკურ სპეკულაციებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს და არ ეყოლება მოკლული გირგვლიანი, ნაწამები თეთრაძე, მოლაშვილი და სხვები“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი