გია აბაშიძე: „მთის ამბების“ რედაქციასა და დონორებს უნდა შერცხვეთ, რომ გელა მთივლიშვილი ბოროტი ტყუილების გარდა ნაცზონდერული პროვოკაციითაა დაკავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
860 05 აგვისტო 2023, 17:37

დროის დახარჯვაც კი არ მიღირს ამ გააქტიურებულ ნაცნაძირალაზე, ჭურნალისტ გელა მთივლიშვილზე საწერად, მაგრამ საზოგადოება უნდა იცნობდეს ბოროტ 'ფეიკნიუსერს' - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „მთის ამბების" დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამტკიცებს, რომ კაცს, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს, ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება.

აბაშიძის განცხადებით, "მთის ამბები" ტრაგედიის ადგილიდან ბინძურ დეზინფორმაციას ეწევა და ტყუილების გავრცელების გარდა, პროვოკაციებით არის დაკავებული.

ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბავზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სახალხო დამცველი დუმს, ხოლო ცილისწამება საქართველოში დასჯადი არ არის.

„დროის დახარჯვაც კი არ მიღირს ამ გააქტიურებულ ნაცნაძირალაზე, ჭურნალისტ გელა მთივლიშვილზე საწერად, მაგრამ საზოგადოება უნდა იცნობდეს ბოროტ „ფეიკნიუსერს'. საინფორმაციო სააგენტო "მთის ამბები", სადაც ეს ნაცპარაზიტი მთივლიშვილი მუშაობს, რაჭიდან ეწევა უბინძურეს დეზინფორმაციას. რედაქციას და სააგენტოს დონორებს უნდა შერცხვეთ, რომ გელა მთივლიშვილი ბოროტი ტყუილების გარდა ნაცზონდერული პროვოკაციითაა დაკავებული სტიქიით დაზარალებულ რეგიონში.
ცხადია, ჟურნალისტთა რაღაც ქარტია-შმარტია დუმს, ასეთ საბოტაჟურ შემთხვევებში სახალხო დამცველის ინსტიტუტი გინდ ყოფილა გინდ არა, ხოლო ცილისწამება დასჯადი არ გვაქვს ევროკავშირის 17 ქვეყნისგან განსხვავებით." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი