ლევან ნიკოლეიშვილი: ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს სტიქიის დროს დაღუპულთა ცხედრები იყო მიტოვებული და ყურადღებას არავინ აქცევდა - რეალურად, მაშველებს ცხედრები იმ ადგილზე გადაჰქონდათ, სადაც შესაძლებელი იყო ვერტმფრენის დაჯდომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
555 05 აგვისტო 2023, 00:01

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს სტიქიის დროს დაღუპულთა ცხედრები იყო მიტოვებული და ყურადღებას არავინ აქცევდა, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტმა, დენის ბულკაშვილმა, სპეკულაციური ვიდეო გაავრცელა, რომელიც რეალურ ვითარებას არ ასახავს.

ნიკოლეიშვილის განმარტებით, მის მიერ მოპოვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ადგილზე მაშველებიც იმყოფებოდნენ, სხვადასხვა ადგილზე აღმოჩენილი ცხედრების თავმოყრა კი ისეთ ადგილზე განხორციელდა, სადაც ვერტმფრენი შეძლებდა დაჯდომას.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს სტიქიის დროს დაღუპულთა ცხედრები იყო მიტოვებული და ყურადღებას არავინ აქცევდა.

რეალურად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველების მიერ ცხედრების გადატანა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იყო ვერტმფრენის დაჯდომა, ხორციელდებოდა მათი აღმოჩენის სხვადასხვა ადგილებიდან და როგორც კი მოხერხდა, ვერტმფრენი შეფრინდა ხეობაში და მოხდა ერთად თავმოყრილი ცხედრების გადმოტანა სტიქიის ზონიდან.

მოპოვებულ რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, რომ მაშველები იმყოფებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინა, ზემოხსენებული ვიდეოს გადამღები ადამიანის უკანა მხარეს…

ასევე გავარკვიეთ სპეკულაციური ვიდეოს გადამღების ვინაობაც. ის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დენის ბულკაშვილია” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი