ანდრია გვიდიანი: ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილობ, ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და უფრო უარესი - ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
549 04 აგვისტო 2023, 19:16
საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს. 
მაგრამ, არა - ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები - ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთელი ქვეყანა გლოვობს, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არსებულ ვითარებაშიც კი, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

მისი თქმით, პოლიტიკის გამო ყველანაირი საზღვრის გადაკვეთა დაუშვებელია.

“მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გათქმევინებს. 

მაგრამ, არა - ეგრეც არ არის. ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები - ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვნათ. ამაზრზენი სანახავია, როცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ცდილიბ ყველაზე დიდ სტიქიაში პოლიტიკური ნიშნები იპოვო და, უფრო უარესი, ამ სტიქიაზე პოლიტიკური ქულების მოპოვებას შეეცადო.

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც  უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!” - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი