913
01 აგვისტო 2023, 12:16
მისი თქმით, მთავარი ეკონომიკური ზიანი რაც შეიძლება ტურისტულ ქვეყანას მიაყენო არის ქსენოფობია ტურისტების მიმართ. გარდა ამისა, ჭოტორლიშვილის თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომელსაც ჩინეთი აშენებს, უნდა გახდეს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოსთვის, რისთვის ხელის შეშლასაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყანაში ხმაურის და ქსენოფობიური გარემოს შექმნით ცდილობს.
“ხშირად გაიგონებთ ფრაზას, იმისათვის რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს ადამიანს სჭირდება პროფესია და შემოსავალი. ქვეყანასაც ზუსტად ასე სჭირდება შემოსავალი რომ არ იყოს დამოკიდებული მათხოვრულ გრანტებზე და დახმარებებზე.
ჩვენი დაუძინებელი მეგობრები ცდილობენ ქვეყანას გადაუკეტონ შემოსავლის წყარო. მათ თავის დროზე მოახერხეს ჩვენი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განადგურება და ეხლა მიადგნენ ტურიზმს. გაიხსენეთ მათი განცხადებები რომ საქართველოში ზედმეტად ბევრი ტურისტია.
მთავარი ეკონომიკური ზიანი რაც შეიძლება ტურისტულ ქვეყანას მიაყენო არის ქსენოფობია ტურისტების მიმართ. ამ სქემით მოქმედებს ნაციონალური მოძრაობა და მათი ტელევიზიები. განსაკუთრებულ აგრესიას ავლენენ
თურქული ტურისტული გემების მიმართ.
სატრანსპორტო არტერია რომელსაც საქართველოში ჩინეთი აშენებს გადის თურქეთზე. ეს სატრანსპორტო დერეფანი უნდა გახდეს ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი. სწორედ ამ კავშირის გაწყვეტას ცდილობს ახლა ნაცმოძრაობა თურქოფობიით და თურქულ სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმით.
დაქირავებული აქტივისტების დავალებაა შექმნან ხმაური და გაატელევიზორონ ნაცმედიით, რომ მთელ მსოფლიოში ხალხმა ნახოს, საქართველო ტურისტებისათვის საშიში ქვეყნაა. რაც მეტ ეკონომიკურ ზარალს ნახავს ქვეყანა, მით უფრო მძიმე იქნება სოციალური ფონი. გაიზრდება უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა. ეს კი ნაციონალების აზრით შექმნის გადატრიალების საფუძველს.
გადატრიალების მიზანი კი ქვეყნის ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის გახსნაა. ასე რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც მხარს უჭერს ქსენოფობიას ტურისტების მიმართ, მხარს უჭერს საქართველოში ომის დაწყებას. უწიგნურები და დებილები არიანო, ვერ ხვდებიან რას აკეთებენო ამ ხალხის გასამართლებად არ გამოდგება. იმიტომ რომ საქმე ეხება ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს.” - წერს ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |