როდესაც საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც. რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 31 ივლისი 2023, 15:38
"როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა?" - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუკი რუსეთიდან მოქალაქეები შემოდიან საჰაერო და სახმელეთო გზით, მაშინ სრულიად ნათელია, რატომ გახდა გემით მათი შემოსვლა პრობლემა - ეს არის პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან. 

„გაჟღერებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს პროვოკაციების მოწყობა, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც. რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის, ეს უნდა ახსნან. რადგან როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა? ეს სულაც არაა გაუგებარი, ეს არის სრულიად გასაგები, რადგან ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი