271
30 ივლისი 2023, 15:47
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მიერ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მაღლაფერიძის თქმით, ბოლშევიკური “ტროიკაც” კი მართავდა ფორმალურ სხდომებს დახვრეტამდე, თუმცა დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მის მიერ ადამიანის დამნაშავედ მიჩნევა საკმარისი საბუთია გასამართლებისთვის.
მისი განცხადებით, ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მენტალურ ტრამვად დარჩებოდა, თუმცა, დარჩიაშვილს მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
“ბოლშევიკური ტროიკაც კი დახვრეტის გამოტანამდე ფორმალურ სხდომას მართავდა და ოქმს ხელს აწერდა. ბატონი დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმე დამნაშავედ მიგაჩნიათ, ეს "თქვენი მიჩნევა" საკმარისი საბუთია საიმისოდ, რათა ადამიანი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენოთ და მიაყენებს კიდეც, თუ "ვლასტი" მოიგდო ხელში.
ეს სისხლის წყურვილი მხოლოდ მის უკურნებელ მენტალურ ტრამვად დარჩებოდა, ასეთი ერთი რომ იყოს, თუმცა, საკმარისი მიმდევრებიც ჰყავს, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.
სიტყვის თავისუფლება იმითაცაა კარგი, რომ ნებისმიერი სიდამპლე გარეთ სააშკარაოზე გამოაქვს.
P.S. საინტერესოა, რომ ბატონი დ.დ. განა შავაძის დახვრეტას ნანობს, იმით არის შეწუხებული, სტრასბურგისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდება, შავაძე რომ დასახვრეტი იყოო. არადა სულ ტყუილად წუხს, სტრასბურგი სასამართლოს განაჩენების მართებულობას იხილავს, სასამართლოს გარეშე მკვლელებს სტრასბურგი რად უნდათ?!” - წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |