288
30 ივლისი 2023, 15:05
ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა - წერს ანალიტიკოსი გია აბაზიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენი არაა, ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას
„ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა. ლატენტური ნაცსექტანტობა უკვე აღარაა დაფარული. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს.
ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას, ძნელი წარმოსადგენი არაა“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |