211
28 ივლისი 2023, 15:45
„არც ერთი იყო თავმჯდომარე და არც მეორე ზეპარტიული - ორივე უსამშობლო სექტის, ერთგული იდიოტები გახლდნენ“- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს (სადაც პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს) და ლევან ხაბეიშვილის მიერ „ნაცმოძრაობაში“ საგარეო მიმართულებით ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნას.
„იდიოტების რბოლა…
ერთი საქართველოს „ზეპარტიული“ პრეზიდენტია და მეორე „მთავარი“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.
იმ ფონზე, როცა მთავრობის მეთაური უპრეცედენტო მასშტაბის, საგარეო ვიზიტებითაა დაკავებული და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს, ერთი იდიოტი მთავარი ოპოზიციური პარტიის საგარეო მიმართულებას, „ლუზერ“ ჭიაბერაშვილს აბარებს… ხოლო მეორე იდიოტი „ქარის წისქვილებს“ ებრძვის, „ფეიკ ნარატივს“ ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას ამცნობს, საკუთარ უუნარობას…
„არც ერთი იყო თავმჯდომარე და არც მეორე ზეპარტიული - ორივე უსამშობლო სექტის, ერთგული იდიოტები გახლდნენ“, - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |