ჰედლაინი: რაც უფრო მეტად გაიზრდება საქართველოში ჩინეთის ინტერესები, მით უფრო გამყარდება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 28 ივლისი 2023, 15:40
"ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და მისი სი ძინპინთან შეხვედრა, ქართულ დიპლომატიაში ერთ-ერთ საკვანძო ეტაპს წარმოადგენს. ჩინეთი მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკაა, ხოლო გლობალურ ექსპორტში - პირველი. შესაბამისად, დღეს ჩინეთი არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყანაა მსოფლიოში. 

ცხადია, ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, დახვედრის ცერემონიიდან დაწყებული, ერთობლივი განცხადებებით გაგრძელებული, მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს. ამას ადასტურებს იცის, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევბროპისა და შუააზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. 

შესაბამისად, ჩინეთი არის მესამე ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხოლო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობის ფონზე, ჩინეთი არის პირველი ქვეყანა საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის კუთხით. 

ზოგადად, საქართველო- ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ირგვლივ არსებული ყველა მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ ეს არის რეალური, პარტნიორობა, რომელსაც ხელშესახები ბენეფიტები მოაქვს საქართველოსთვის. 

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩინეთს საქართველოში უდიდესი ეკონომიკური ინტერესები აქვს, რაც გლობალურ ინიციატივა - "ერთი გზა, ერთი სარტყელით" არის გამოხატული. ამ გლობალურ ინიციატივაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს და რეალურად გვეძლევა შანსი გავხდეთ აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბი. ბუნებრივია, ამ პროექტის განხორციელება ნიშნავს ლოჯისტიკური თუ სატრანსპორტო ფუნქციების გაძლიერებას და სხვა უამრავ ბენეფიტს, რომელიც პირდაპირ მოიემსახურება საქართველოს ეკონომიკის თუ პოლიტიკური წონის გაძლიერებას. 

როგორც უკვე ვთქვი, ჩინეთი მთელი სამყაროსთვის უდიდესი ანგარიშგასაწევი ძალაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად გაიზრდება საქართველოში ჩინეთის ინტერესები, მით უფრო გამყარდება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები. 
 
ასე რომ, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა", - წერს სოციალურ ქსელში  ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი