ვატო შაქარიშვილი: ნაც-ლიბერალების მოდელირებულ სამყაროში ვეღარ გამოკეტავთ ქართველ ხალს, სიცრუით და უტიფრობით ვერ არევთ ჩვენს ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 27 ივლისი 2023, 14:50

ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ვაღიაროთ ფაქტები და არ ვილაპარაკოთ ჩვენს გარშემო არსებულ რეალობაზე. შიდა თუ გარე მტრები გვიკიჟინებენ, რომ რაღაც უხილავ შანსს ვუშვებთ ხელიდან და არ ვიყენებთ “შესაძლებლობების ფანჯარას,” იმის თქმასაც კი კადრულობენ, რომ ჩვენ ჩამოვრჩით ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - მოლდოვასა და უკრაინას. ჩამორჩენაში თუ იმას გულისხმობენ, რომ ჩვენი ქალაქები მიწასთან არ სწორდება, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი არ გვეღუპება და ჩვენი ქვეყანა არ ნადგურდება, კი ბატონო ასეა და ასეც იქნება - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, გასულ წელს, ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებით, მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭა სტატუსი, საქართველოს კი არა.

მისი თქმით, უტიფრად ატყუებენ ხალხს, რომ სტატუსი ავტომატურად უდრის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომ როგორც კი სტატუსი მოგვენიჭება, ფინანსურ ნაკადებს და ინვესტიციებს ვეღარ აუვალთ. ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას და არა სტატუსს.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ვაღიაროთ ფაქტები და არ ვილაპარაკოთ ჩვენს გარშემო არსებულ რეალობაზე. შიდა თუ გარე მტრები გვიკიჟინებენ, რომ რაღაც უხილავ შანსს ვუშვებთ ხელიდან და არ ვიყენებთ “შესაძლებლობების ფანჯარას,” იმის თქმასაც კი კადრულობენ, რომ ჩვენ ჩამოვრჩით ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - მოლდოვასა და უკრაინას… ჩამორჩენაში თუ იმას გულისხმობენ, რომ ჩვენი ქალაქები მიწასთან არ სწორდება, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი არ გვეღუპება და ჩვენი ქვეყანა არ ნადგურდება, კი ბატონო ასეა და ასეც იქნება!
რისთვის გვინდა ნებისმიერი კავშირი, წევრობა იქნება ეს თუ დაახლოება? იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და საბოლოოდ მივაღწიოთ ერთიანი, ძლიერი საქართველოს აშენებას! ხომ ეს არის მიზანი თუ კანდიდატის სტატუსია თვითმიზანი და ეს სტატუსი აგვაშენებს და გაგვაბრწყინებს!? უტიფრად ატყუებენ ხალხს, რომ სტატუსი ავტომატურად უდრის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომ როგორც კი სტატუსი მოგვენიჭება, ფინანსურ ნაკადებს და ინვესტიციებს ვეღარ აუვალთ. ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა მოაქვს მშვიდობას და სტაბილურობას და არა სტატუსს! ეს არის ფაქტი!
გასულ წელს, ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებით, მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭა სტატუსი, საქართველოს კი არა. უკრაინის უმძიმესი მდგომარეობა რითი შეამსუბუქა სტატუსმა ეს თავად განსაჯეთ - ასობით ათასი დაღუპული, მილიონობით ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები…. და ამ ყველაფერს სამწუხაროდ ჯერ დასასრული არ უჩანს!
რაც შეეხება მოლდოვას - ქვეყანამ გასული წელი 5.9%-იანი ეკონომიკური შემცირებით და 34.62%-იანი ინფლაციით დახურა. უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწიათ მოლდოველებს, მათი კომუნალური ხარჯები 500-600%-ით გაიზარდა. არც 2023 წლის პროგნოზებია იმედის მომცემი.
როგორ არ ვთქვათ და არ გავაკეთოთ ეს შედარება? ან მაშინ გვითხრან, სხვას ვის შევედაროთ რა კრიტერიუმებით, თუ არა ეკონომიკური მონაცემები, მშვიდობა და სტაბილურობის სიმყარე, ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები…? რა კრიტერიუმები არსებობს კიდევ, იქნებ გვითხრან!
მშვიდობის პოლიტიკამ, პრაგმატულმა აზროვნებამ, სუვერენიტეტის განმტკიცებამ და კლიშეებიდან გამოსვლამ, ჩვენ ქვეყანას მოუტანა ორნიშნა (10.1%) ეკონომიკური ზრდა 2022 წელს და მომავალი წლის პროგნოზების კუთხითაც მაღალი მაჩვენებელი გავქვს. პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა.
მოდი ვნახოთ რა პროგნოზები კეთდება და როგორია არსებული ვითარება ევროპის ქვეყნებში - საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, აშშ და განსაკუთრებით ევროპა ეკონომიკური რეცესიის ზღვარზე იმყოფებიან. ივნისში, The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ევროზონა რეცესიაში იძირება." არსებულ და მოსალოდნელ კრიზისზე წერენ სხვა გამოცემებიც.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს აშშ-ს ეკონომიკა მხოლოდ 0,5% პროცენტით გაიზრდება, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა თითქმის ნულოვანია. ევროსტატის მონაცემებით ევროზონის ქვეყნებში(სადაც ვალუტა ევროა) 2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა. ანალოგიური მაჩვენებლით დაიხურა მთლიანად 2022 წელიც.
კიდევ უფრო რთულად არის საქმე გერმანიის შემთხვევაში, რომელიც ენერგეტიკულმა კრიზისმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა იმდენად დააზარალა, რომ IMF-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა 2023 წელს 0,3 % - ით შემცირდება.
მსგავსი სტაგნაციური პროცესები ევროპასა და აშშ-ში ცხადია დაკავშირებულია უკრაინის ომთან. ევროპის ენერგო მომარაგება დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, შესაბამისად ომის დაწყების შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა, "ჩრდილოეთ ნაკადის" აფეთქებამ და სხვა გარემოებებმა ევროპაში უმძიმესი ენერგო კრიზისი გამოიწვია. მართალია, რუსული ენერგო რესურსები, ევროპაში მაინც შედის, მაგრამ შემოვლითი გზებით და გაცილებით უფრო მაღალი ფასებით. ასევე, ალტერნატიული წყაროებიც(რაც ბევრი ნამდვილად არ არის) ძალიან ძვირი უჯდება ევროპას.
აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად უკვე 200 მილიარდ დოლარამდე გაიღო. ათეულობით მილიარდი უჯდება ევროპის ქვეყნებს უკრაინის დახმარება, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მათ მოსახლეობას ცხოვრება ყოველდღიურად უძვირდება. ინფლაციის ზრდა და ენერგეტიკული კრიზისი 2022 წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც ეკონომიკის შემცირების მთავარ მიზეზებად რჩება.
რა გავაკეთოთ, თავი მოვიტყუოთ და არ ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე? World Bank, IMF, Eurostat, BBC, The Guardian, CNN, The New York Times... ეს საერთაშორისო ინსტიტუტები და მედიასაშუალებები რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, როდესაც ევროპის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებენ!?
ნაც-ლიბერალების მოდელირებულ სამყაროში ვეღარ გამოკეტავთ ქართველ ხალს, სიცრუით და უტიფრობით ვერ არევთ ჩვენს ქვეყანას!!!“ - წერს შაქარიშვილი facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი