ნინო ფოჩხუა: ვხედავთ, მიდის ორკესტრირებული შეტევა ჩვენს „ურჩ" ხელისუფლებასა და ქვეყანაზე. საწინააღმდეგო ხდება მორჩილ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც აგენოკრატიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 25 ივლისი 2023, 13:37

დაიწყება ახლა რა აგენტოკრატია რა ოლიგარქიული ოჯახები, ჩვენ ხომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას და უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის ვიბრძვით, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ოლიგარქიული ოჯახებისთვის მისაღებ ქვეყნის მართვის მოდელზეა საუბარი.

ფოჩხუას თქმით, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნებში, რომელთა რიგებში საქართველოც არის, „ურჩ" ხელისუფლებასა და ქვეყანაზე ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, განსხვავებული მდგომარეობაა “მორჩილ” ქვეყნებთან, მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით, სადაც აგენოკრატიაა.

„დაიწყება ახლა რა აგენტოკრატია რა ოლიგარქიული ოჯახები, ჩვენ ხომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას და უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის ვიბრძვით. ზაზა შათირიშვილის გამოქვეყნებული დღევანდელი წერილის შემდეგ ასე აჭრელდება მედია ჩვენი ფსევდოლიბერალების გზავნილებით, მაგრამ რეალობა ხომ სულ სხვაა.

დააკვირდით მოვლენებს და ყველაფერი ნათელი გახდება. ავიღოთ ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, სადაც დემოკრატიული ღირებულებები უპირველესია, არ დამიწყოს არავინ რომ ჩვენთან რა დემოკრატია, ავტორიტარიზმი მძვინვარებს, ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები და ა.შ.
რასაც ჩვენი დესტრუქციულები ბედავენ, აქამდე ციხეები გადატენილი უნდა იყოს ან ამდენი გამამართლებელი განაჩენი ესეც ხომ რეალობაა, ამას ხომ ვერავინ უარყოფს და რას ვხედავთ, მიდის ორკესტრირებული შეტევა ჩვენს "ურჩ" ხელისუფლებასა და ქვეყანაზე. საწინააღმდეგო ხდება მორჩილ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც აგენოკრატიაა. მაგალითად, უკრაინაში, იქ ხომ აშკარაა, რომ მთელი სისტემა ერთი ხელით იმართება, ამას კი მოწმობს ის ერთნაირი მოქმედებები და გზავნილები, რასაც ახორციელებენ ოლიგარქიული ოჯახები. ეს უნდა გავაცნობიეროთ და არ უნდა დავუშვათ ჩვენი ქვეყნის განადგურება“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი