225
24 ივლისი 2023, 16:10
მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ხორვატია და საქართველო ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ, - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა უნდა გაუმჯობესდეს და მიესალმა ხორვატიული კომპანიების ქართულ ბაზარზე საქმიანობას.
„გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით“, - აღნიშნა პლენკოვიჩმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |