ზაალ ანჯაფარიძე - დავით არახამიას სიტყვები ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 20 ივლისი 2023, 13:06
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.

ანალიტიკოსის შეფასებით, დავით არახამია თავისი განცხადებით ადასტურებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას.

„დავით არახამია-ბრაუნის სიტყვები, რომ თითქოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ უწერია, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას,“-წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი