ეკა სეფაშვილი: საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მტრობა, რაც მათ მიერ არის დაგეგმილი და ალბათ შესრულებასაც ვიხილავთ ცოტა ხანში, შედეგს არ მოიტანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 20 ივლისი 2023, 12:41
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისა და გამოყოფის ეს დაუსრულებელი არაფერია გარდა იმისა, რომ ცალკეულ პიროვნებებს შორის მიმდინარეობს კინკლაობა და შეჯიბრი, ვინ იქნება პირველი პირი ამა თუ იმ პარტიისა", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს. 


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია იკრიბება იმისათვის, რომ ახალი დავალდებები მიიღოს მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ნაბიჯები შედეგს ვერ გამოიტანს. 


"ეს არის უბრალოდ მათი შეკრება იმისათვის, რომ მიიღონ ახალი დავალებები და ახალი ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედონ, ალბათ, სექტემბრიდან. ჩვენ ამას დავინახავთ მომავალში, მათ დესტრუქციულ ქმედებებს, მათ გაერთიანებულ ნარატივს, თუმცა დარწმუნებით ერთი რამ შემიძლია განვაცხადო - საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მტრობა, რაც მათ მიერ არის დაგეგმილი და ალბათ შესრულებასაც ვიხილავთ ცოტა ხანში, შედეგს არ მოიტანს.

 „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისა და გამოყოფის ეს დაუსრულებელი არაფერია გარდა იმისა, რომ ცალკეულ პიროვნებებს შორის მიმდინარეობს კინკლაობა და შეჯიბრი, ვინ იქნება პირველი პირი ამა თუ იმ პარტიისა. ხან ისევ ერთად არიან, ხან ცალ-ცალკე არიან ვითომ, თუმცა რეალურად ეს არის ერთი და იგივე მოძრაობა, ერთი და იმავე პარტიის ანასხლეტები, რადგან ჩვენ ამ განვლილი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, როდესაც საკითხის გარშემო ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ნარატივსა და პოზიციას აჟღერებენ.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი