თამთა მეგრელიშვილი დავით არახამიას განცხადებაზე: ერთადერთი, რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 20 ივლისი 2023, 12:34
"დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია" , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, საქართველომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, თუმცა, უკრაინის ხელისუფლება მაინც ვერ პატიობს საქართველოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე. 

"დავით არახამია იგივე David Braun (დევიდ ბრაუნი) უკრაინის ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს.

მათი რიტორიკა, უმადურობის კლასიკური მაგალითია.

საქართველომ, ამ პატარა სახელმწიფომ, ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და არ დაუშვა საქართველოს "ბახმუტიზაცია".

ვერ ეღირსებით, ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს და შეინარჩუნებს მშვიდობას და თქვენს(დიდი ბიძიების) სისხლიან თამაშში არ გამოგყვებათ!" - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი