193
19 ივლისი 2023, 16:46
სააკაშვილის ლობისტურმა კონტრაქტმა კიდე ერთხელ გვანახა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს იმ ქაღალდის ფასი აქვს, რომელზეც ისინი იბეჭდება- ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ანდრია გვიდიანი წერს.
"სასწაული ამბავი ხდება. ეს მოღალატე ნაძირალა ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით, ებრძვის საქართველოს. ამ არაკაცმა თავის ხუშტურები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა და ფულს იხდის საქართველოს ინტერესების დაზიანებაში.
ყველაფერი ღიად და დაუფარავად ხდება, პირდაპირ შავით თეთრზე წერია, როგორ უთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს. ამ ყველაფრის შემდეგ, თუ კიდევ ვინმეს ამ ნაძირალის მიმართ, რაიმე სენტიმენტები ან სიმპათიები შემორჩა, ალბათ საკუთარ თავში უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს და ექიმს გაესინჯოს.
სპექტაკლ "მიშას კლავენ" სცენარი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დეტალურად არის მოყოლილი ყველა ნაბიჯი, თუ როგორ უთხრის ძირს ეს არაკაცი ქართულ სახელმწიფოს.
ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია ნაყიდია;
ყველა სტატია შეკვეთილია;
ე.წ. მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის მოხსენიება - ნაყიდია;
ამ ნაძირალამ შეუკვეთა სენატორების დარწმუნება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად;
ლობისტები მუშაობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინონ სააკაშვილი;
საქართველოს ისტორიაში არ არსებობს ამ არარაობაზე დიდი მოღალატე, ამ არაკაცზე დიდი ანტი-ქართველი. ეს არაკაცი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
P.S. - 5 ვარსკვლავიან სასტუმროში კი არა, კარცერშია გადასათრევი ეს არაკაცი - თან სასწრაფოდ!!!"-წერს გვიდიანი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |