დავით ქართველიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება, პოლონელი ექიმები, ევრორეზოლუციის მოსყიდვა - FARA-მ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებზე სააკაშვილისა და დედამისის მიერ დახარჯული თანხები გამოაქვეყნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 19 ივლისი 2023, 15:33
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს, რომ ამერიკულმა კანონმა FARA-მ ენით აღუწერელი ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზე სააკაშვილისა და დედამისის მიერ დახარჯულ თანხებზე.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ინფორმაციით ჩანს, რომ დაფინანსდა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება, პოლონელი ექიმები, ევრორეზოლუციის მოსყიდვა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სხვა გეგმები.
„ამერიკულმა „რუსულმა“ კანონმა FARA-მ ენით აღუწერელი ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზე სააკაშვილისა და დედამისის მიერ დახარჯულ თანხებზე, რომლითაც იურიდიულმა ფირმა „აკერმანმა“ ევრორეზოლუციაც „შეისყიდა“, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესიც დააფინანსა, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გაყალბებული ანალიზის გასაკეთებლად მისი ბიომასალის ქურდი, პოლონელი ექიმების დესანტირებაც უზრუნველყო და უამრავი სხვა მავნებლობის „მონეტიზირება“ მოახდინა. უსამშობლოთა ბრბომ არც ერთი მათ ხელმისაწვდომი შესაძლებლობა არ გამოტოვა ჩვენი (მათი არა) ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანი რომ მიეყენებინა. ლუციფერმა უწყის, რეალურად (და არა ოფიციალურ დოკუმენტაციაში გატარებული), რა თანხა დაიხარჯა ამ ერთ დორბლიანში საქართველოს განადგურების მცდელობის სანაცვლოდ. ამის მერე თითოეული ადგილობრივი სექტანტი შუბლზე „სამი ექვსიანის“ ტოლფას ბეჭედს უნდა ატარებდეს. ეს ნაძირალები ჩვენ გვიწოდებდნენ „რუს მოღალატეებს“ და ჩვენს მიერ სიმართლის დასადგენად შემუშავებულ პროექტს „რუსულ კანონად“ ასაღებდნენ. ვერც ერთი ამ მართლა მოღალატეების ბანდიდან ვერ გაბედავს მსგავსი ბრალდებების წაყენებას თავისი პატრონების მისამართით, რათა დაგმონ ამერიკული „რუსული“ კანონი, რომელიც მათ სულ-მიყიდულ მდგომარეობას კი არ გააშიშვლებდა - უკვე ტყავს გააძრობდა!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი