209
19 ივლისი 2023, 10:00
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას კიევში ვიზიტს ეხმიანება, სადაც ის დავით არახამიას და მიხაილო პოდოლიაკს შეხვდა.
„ირაკლი კობახიძემ თქვა რამდენიმე ხნის წინ, არ შეიძლება "ნაციონალს" ვაჟა-ფშაველა მოსწონდესო. კი ეგრეა, ნაცი ნიშნავს სწორედ ანტივაჟას...
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა..
აი ამ ლექსის და ფრაზების ავტორი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომელმაც უნდა გაიძულოს, რომ ბილწებს და ქვეყნის მტრებს შეეკრა შენი სამშობლოს წინააღმდეგ. ეს არაკაცი გვარამია ჯერ საქართველოს მაგინებელ არახამიას ჩაეხუტა, შემდეგ პოდოლიაკს. თუმცა, მეც ვწერ რა... როდის იყო გვარამიას და მისთანა ვიგინდარებს სამშობლო გააჩნდათ?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |