237
18 ივლისი 2023, 21:31
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამიზნედ აქციეს. მიზეზი ისრაელის ელჩის მიერ გადაღებული ფოტოა, სადაც აქუბარდია „ქართული ოცნების“ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად ჩანს.
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ განცხადებებს ადრესატი Facebook-პოსტითვე გამოეხმაურა.
„თავდაცვის სისტემაში მოხალისეობრივი ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის თავდაცვაში უმნიშვნელოვანესი საქმეა და საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის დონეზე მათი დაცვა, თუ სწავლებებში პარტნიორების დახმარებით წვრთნა საერთო ინტერესია. ასე რომ, ვისაც მართლა აინტერესებს ჩემი მოტივაცია და მიზანი, შემიძლია გითხრათ, რომ ვინმესთან ერთად დგომაზე მეტად ქვეყნის საერთო ინტერესი მიმაჩნია უპირატესად“, - წერს თეონა აქუბარდია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |