186
18 ივლისი 2023, 19:41
რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.
„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.
რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას - ამით ამართლებენ უსამშობლოობას“, - წერს ვოლსკი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |