208
18 ივლისი 2023, 16:07
ბოჟაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილეს, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. მისი თქმით, ამ დაბრკოლების მიზეზი ერთია - “გლობალური ომის პარტიას” სურს, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს და წნეხის ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას.
“,,გლობალური ომის პარტია" ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე. ზეწოლის ამოცანაა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და არსებულო წნეხის ფონზე, შეასრულოს მათი მთავარი მიზანი, საქართველოში გაიხსნას რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფრონტი! მიუხედავად იმისა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას. ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუყენებია პირადი ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე წინ, პირიქით, სწორედ სახელმწიფოს გადასარჩენად შემოვიდა პოლიტიკაში 2011 წელს და არა მხოლოდ ქონება, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა. დღესაც, მიუხედავად ასეთი მასშტაბის ზეწოლისა და ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, საქართველოს სახელმწიფო და ხალხი არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას და ომს, პირიქით, გარე და შიგა მტრების ჯინაზე იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!” - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |