გია გაბრიჭიძე: ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 18 ივლისი 2023, 15:00

ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა ის, რომ პიროვნებას შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავამ აჩვენა, რომ ეს არ იყო დავა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის. აჩვენა უმთავრესი - ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შვეიცარიის საფინანსო სისტემაზე და დასავლურ მედიაზე სრული კონტროლი. ამ დავამ დაამსხვრია ნდობა შვეიცარიული საბანკო სისტემის და დასავლური, თავისუფალი მედიის მიმართ და ყველას დაანახა, რომ გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამო, შესაძლებელია დემოკრატიის უმთავრესი ღირებულებების - კერძო საკუთრებისა და პრესის თავისუფლების ხელყოფა. აჩვენა ის, რომ პიროვნებას (დიახ, სწორედაც რომ პიროვნებას) შეუძლია დაუპირისპირდეს უზარმაზარ მანქანას და დღევანდელი მსოფლიო წესრიგის პირობებში არ წავიდეს თავისი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ. აჩვენა, რომ ფული არ ნიშნავს ყველაფერს - ეს ბევრისთვის როგორც დასავლეთში, ასევე აქ გაუგებარია, მაგრამ ეს ფასეულობა იმ არანორმალური სისტემის აუცილებელ კრახს გამოიწვევს“-წერს გაბრიჭიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი