დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ოპოზიციის გაღიზიანებას იწვევს ადამიანი, რომელმაც მათი იდეოლოგიური მრწამსი - ლიბერალური ფაშიზმი შუბით განგმირა და ოჯახური ფასეულობები ამ ქვეყნის ბაზისად გამოაცხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 17 ივლისი 2023, 12:06
ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა დასავლელი მაღალჩინოსნების ზეწოლას და ციხეში თავისი ადგილი მიუჩინა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩანა ახალაიას, რომან შამათავას, თემურ უბირიას, მეგის ქარდავას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც არაფერს უშინდება სამართლიანობის დასაცავად და ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად, სწორედ ამიტომ ესხმის თავს ოპოზიცია.

„რატომ „სტკივა“ ასე ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილი? მათ მოახერხეს კვირიკაშვილის „ბუნჩულიზაცია“, ბახტაძის „გავრილიადა“ , რათა პრემიერის სავარძელში თავისი ამჟამინდელი ლიდერი - გახარია მოეთავსებინათ. ერთადერთი „კოშმარი“, რომელსაც არ მოელოდნენ და დღემდე ვერ ელევიან, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება იყო.

4650 ანტიეკლესიური სიუჟეტი ბოლო 10 წელიწადში და, ალბათ, 100 ათასი - ხელისუფლებისა და პრემიერის საწინააღმდეგო. რეგიონებში ღარიბაშვილის ყოველი გასვლა და ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პრობლემებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიურო ფონის გამშუქებელი მედიისა თუ მათი მკვებავი „პოლიტიკოსების“ მხრიდან გაშმაგებულ გაღიზიანებას იწვევს.

გაღიზიანებას იწვევს ადამიანი, რომელმაც მათი იდეოლოგიური მრწამსი - ლიბერალური ფაშიზმი შუბით განგმირა და ოჯახური ფასეულობები ამ ქვეყნის ბაზისად გამოაცხადა.

ეს არის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით ნარაზენის ტყეში სააკაშვილის მანიაკურ-სადისტური რეჟიმის ყველაზე ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის უტყუარი ვიდეომტკიცებულებები აღმოჩნდა.

ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა „მიშიზმის“ რეჟიმის დასავლელი მფარველების ზეწოლას და ციხეში თავისი ადგილი მიუჩინა ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩანა ახალაიას, რომან შამათავას, თემურ უბირიას, მეგის ქარდავას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს.

ირაკლი ღარიბაშვილი ის პატრიოტია, რომელმაც თავისი გაპრემიერების წინა პერიოდში, პირველი რაც გააკეთა, დედებს, მეუღლეებს, შვილებს და შვილიშვილებს ციმბირის ციხეებიდან, საკუთარ სახლებში დაუბრუნა ათზე მეტი ქართველი ოფიცერი, რომლებიც „მთავარსარდალმა“ 2008 წელს პუტინის რეჟიმს უსაჩუქრა ჯაშუშობაში დადანაშაულების გზით და ერთხელაც არ დაინტერესებულა მათი ბედით.

ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ შეეყარა ცოფი ოპოზიციას და გაშმაგებულები რატომ ებრძვიან ირაკლი ღარიბაშვილს, მის ყოველ გამოჩენას ხალხში, რომელსაც დღეს უკვე ვიდეონონტაჟისა და უნიჭო, უკბილო დაცინვით ებრძვიან „Квартал95-ის“ ქართული ფილიალის იაფფასიანი ჯამბაზები მედიასა თუ პოლიტიკაში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი