271
16 ივლისი 2023, 19:03
„რუსოფობიურ“ ორგიებში იყვნენ მოსკოველი „ემ-გე-უ-შნიკისა“ და ბიზნესმენ გახარიას პარტიელებიც. იყო კიდევ ერთი განთქმული „რუსოფობი“ ჭყონია, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთის ბაზარზე ასობით მილიონი რუბლი გააკეთა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, წინანდლის მიდამოებში გამართულ „პოლიტიკურ ორგიებში“ მონაწილეობს ძალიან ბევრი ცნობილი „რუსოფობი“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზეც კი არ თაკილობს რუსეთში ფულის გამომუშავებას.
"დღეს წინანდლის მიდამოები ჩვენმა პოლიტწურბელებმა გადაავსეს. აი, პერიოდულად იმ ბიოლოგიური მასალის ძიებაში რომ არიან, ვის რა სითხე გამოსწოვონ საკუთარი უუნარო ამბიციების სახელისუფლებო „VIP-ლოჟაში“ მოთავსების მიზნით. ჩვენთვის სამწუხაროდ, ცნობადი სახეები, პოლიტმწოვარები, წლების განმავლობაში სწოვენ უკვე ყველას და ყველაფერს. „რესპუბლიკელები“ და „გახარისტები“ სწოვდნენ და სწოვენ ჯერ „ოცნებას“, მერე ერთმანეთს (უკეთ გაცნობის მიზნით), ახლა - „ნაცებს“. „წურბელასავით წოვე ლაპარაკის ნაცვლად!“ - ამ და სხვა ლოზუნგებით, დღეს დახურულ სივრცეში წინანდალში, პოლიტიკური „ორგიები“ ჰქონიათ.
ამ „ორგიებში“ ისინიც არიან ჩართულები, ვინც თურმე საბჭოთა კავშირის დროიდან უძველეს - „დისიდენტურ“ რუსოფობიურ პარტიას წარმოადგენენ. მათ გვერდით შევამჩნიეთ ისიც, ვისაც მოსკოვში ყოველი გამგზავრება „КВН“-სა და მასლიაკოვის უნებლიე, ღიმილი, საკუთარი მისამართით რუსულად შესრულებული უნიჭო სიმღერების საფასურად სიცოცხლეს მატებდა. ამ „რუსოფობიურ“ ორგიებში იყვნენ მოსკოველი „ემ-გე-უ-შნიკისა“ და ბიზნესმენ გახარიას პარტიელებიც. იყო კიდევ ერთი განთქმული „რუსოფობი“ ჭყონია, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთის ბაზარზე ასობით მილიონი რუბლი გააკეთა.
ამ „საინტერესო პროდასავლურ“ ფორუმზე კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მთავარი გამოცანა: როგორ ხდება ტრანსფორმაცია მდგომარეობიდან „ძალიან რუსული“ მდგომარეობამდე „რუსულ-დასავლური“, შემდგომ მისი საბოლოო ვარიანტის - „ძალიან დასავლურის“ მიღწევამდე. თუ კი არც წარსული, არც მენტალობა, და არც მთავარი ნარატივი („ფულს სუნი არა აქვს“) ამ პოლიტ-კოლმეურნეობაში წლების განმავლობაში უცვლელი რჩება“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |