2020 წელს უკრაინაში ჩასულმა ჟოზეფ ბორელმა რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული“ უწოდა. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ „სტატუსი“ დააკმაყოფილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
277 12 ივლისი 2023, 22:06
ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!“ - ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა

მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ უკრაინაში არაფერი შეცვლილა რეფორმების მხრივ, თუმცა ომმა ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება შეცვალა და „კატასტროფულად“ მიმდინარე რეფორმებმა უცბად „სტატუსის“ მისაღებად მოთხოვნები დააკმაყოფილა.

„ჟოზეფ ბორელი გამახსენდა, 2020 წლის სექტემბერში უკრაინაში რევიზიით ჩასულმა რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული“ რომ უწოდა და დასძინა: „თქვენ ევროკავშირს მხოლოდ როგორც ბანკომატს, ისე განიხილავთ“. ნუ, გვესმის, რომ მაშინ სულ „სხვა მოცემულობა“ იყო. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ „სტატუსი“ დააკმაყოფილა.

მსგავსი ფრაზები ვილნიუსის NATO-ს სამიტზე, უკვე „ახალ მოცემულობაში“, უკრაინას სხვა მინისტრებმაც აკადრეს: „ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!“ - ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა. „ჩვენ გვესმის უკრაინის მხრიდან დონორი სახელმწიფოების ამ კუთხით დაჩქარება, მაგრამ მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, ადამიანებს სჩვევიათ მცირეოდენი მადლიერების გრძნობაც დაინახონ. თქვენ ხომ არწმუნებთ ქვეყნებს, უარი თქვან საკუთარ სამხედრო მარაგებზე თქვენს სასარგებლოდ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი