ვატო შაქარიშვილი: ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია - უკრაინა უბრალოდ გაიწირა! მოჩვენებითობის და მაპზე უკეთესის დროც აღარ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 12 ივლისი 2023, 17:21
საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გადაღებული.

შაქარიშვილის თქმით, ფოტოზე ასახულია არამარტო სამიტის შედეგები, არამედ დღევანდელი მსოფლიოს რეალობა. მისივე განცხადებით, უდიდესი მსხვერპლის და ნგრევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის თქმა, რომ ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ გაწევრიანდება ნატო-ში, რაც რუსეთს დაამარცხებს, დაცინვა და ცინიზმია, ვინაიდან უკრაინას ალიანსის წევრობა სწორედ რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება. 

"მრავლისმთქმელი ფოტოა! მოთხრობილია არა მარტო ვილნიუსის სამიტის შედეგები, არამედ მთლიანად დღევანდელი მსოფლიო რეალობა!
ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია - უკრაინა უბრალოდ გაიწირა! მოჩვენებითობის და მაპზე უკეთესის დროც აღარ არი - ღიად და მკვახედ უთხრეს, რომ სანამ იმას არ დაამარცხებს, ვისგან დაცვისთვისაც NATO-ს წევრობა სჭირდება, ალიანსში არ მიიღებენ!!! ეს არის დაცინვა, იმ უდიდესი მსხვერპლის, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მილიონობით ლტოლვილის ფონზე არის უდიდესი ცინიზმი! ნაც-ლიბერალებო, ეს გინდოდათ და გინდათ საქართველოსთვის?! 30 წელი ამ ცრუ მოლოდინებში და რა მივიღეთ?!
“ღია კარი” და “შესაძლებლობების ფანჯარა” - აი რას ნიშნავს რეალურად! გლობალური ომის პარტიის ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნის გაწირვას და პასუხად მიღებულ უკიდეგანო ცინიზმს! დღევანდელი NATO-ს შემხედვარე გენიალური ელდარ შენგელაიას შედევრი ფილმი - ცისფერი მთები მახსენდება… ბიაზი გასკდა, ბზარი იზრდება და სანამ ჩვენ მოსაცდელში უსასრულოდ ველოდებით, ნანგრევებში არ მოვყვეთ…" - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი